,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
,,ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღესასწაული, რადგან ჩვენ ერთად ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და დიდი ისტორიის მქონე ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, თავისუფლების დღეს. განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა, დემოკრატია და სუვერენიტეტი. მხოლოდ ასეთ საქართველოშია შესაძლებელი ჩვენი ერის უდიდესი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია და მშვიდობიან გარემოში მთელი ერისა და თითოეული მოქალაქის ღირსეული და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფა!", _აცხადებს ბარამიძე.