ქალაქ კიევში ბულგარეთის საელჩოში, უკრაინაში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კრასიმირ მინჩევმა, ბულგარეთის პრეზიდენტის როსენ პლევნელიევის სახელით, უკრაინაში საქართველოს ელჩს მიხეილ უკლებას გადასცა ბულგარეთის უმაღლესი ორდენი პირველი ხარისხის „სტარა პლანინა" ბულგარეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მისი ბულგარეთში ოთხწლიანი მუშაობის ესოდენ მაღალი შეფასებისთვის. თავის გამოსვლაში ბულგარეთის ელჩმა კრასიმირ მინჩევმა აღნიშნა, რომ 21 მაისს ესაუბრა ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელმაც სთხოვა გადაეცა საქართველოს ელჩისთვის გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები.
ორდენის გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოსა და ბულგარეთის საელჩოების დიპლომატები.