რუსთავში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს ბრიფინგი უნდა გაემართა და შეჩერებულ პროექტებზე ესაუბრა.
ბრიფინგის დაწყებამდე, " ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისთან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ - მკვლელები, ცოცხები. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისთან ამ დროისთვის ვითარება მშვიდია. "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. ამ დროისთვის ოფისთან შეკრებილები არიან "ნაციონალური პარტიის" წევრები.