საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჯარს და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალსანიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
,,ბუნებრივია, იქნება სამხედრო კომპონენტი. ფიცს მიიღებს უმაღლესი მთავარსარდალი - პრეზიდენტი, ასევე, მიმართავს ჯარსაც და საზოგადოებასაც პრემიერ-მინისტრი", -განაცახდა ირაკლი ალასანიამ.