18-22 ივნისს, ბათუმში ირანული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირანში დამზადებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები. ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს და შეიძინოს მისთვის სასურველი სუვენირი. ასევე მოიძიოს ბიზნეს პარტნიორი და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა ირანის ბიზნეს წრეებთან.