დღეს ევროპარლამენტში არჩევნები იწყება. არჩევნები ოთხ დღეს გასტანს. არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება 400 მილიონ ადამიანს აქვს.
„პირველები ხმას არჩევნებში ევროკავშირის 28 წევრი-სახელმწიფოდან დიდი ბრიტანელი და ნიდარლანდელი ამომრჩევლები შეძლებენ",_ ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ევროპელებმა 751 დეპუტატი უნდა აირჩიონ. მათი უფლებამოსილება 2014 - 2019 წლებზე გავრცელდება. ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს დეპუტატთა სხვა და სხვა რაოდენობა აქვს და ეს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარეობს. ყველაზე მეტი დეპუტატი გერმანიას ჰყავს - 96, შემდეგ მოდის საფრანგეთი - 74 დეპუტატით, დიდ ბრიტანეთსა და იტალიას 73-73 დეპუტატი ჰყავს. პატარა ქვეყნებს - კვიპროსი, მალტა, ესტონეთოი ლუქსემბურგი, თითოს - 6 დეპუტატი ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები