ახალგაზრდა ისრაელელი დიპლომატები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ. ისინი ისრაელის ელჩთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ზალქალიანს შეხვდნენ, რომელიც სტუმრებს საქართველოს პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესახებ. ახალგაზრდა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მომავალში საქართველოში სიამოვნებით იმსახურებენ.
სტუმრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვივნენ, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტებს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრები ჰქონდა თებრაული თემის, კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
დიპლომატების თქმით, ეს ვიზიტი ტრენინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რამდენადაც მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს საელჩოს საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ და დასძინეს, რომ სახლში უარღერად დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან.
გასულ ნოემბერში საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის ელჩების ყოველწლიური რეგიონული შეხვედრა მოაწყო, რომელსაც კავკასიისა და აზიის რეგიონებში წარგზავნილი 20-ზე მეტი დიპლომატი დაესწრო. ისრაელის ელჩს, ბატონ ფუქსს მიაჩნია, რომ საქართველოს მიღწევებისა და გამოწვევების წარმოჩინება უაღრესად მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები სამომავლოდაცაა დაგეგმილი.