საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას სახელზე დღეს წერილი შეიტანეს, სადაც ისინის მოითხოვენ, დაუყოვნებლივ აღუდგეს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს ფოიეში გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრის ირაკლი მამალაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროსა და RMG GOLD-ის მიერ ჩამოყვანილმა ორმა უცხოელმა ექსპერტმა დადო დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საყდრისი არის უძველესი მაღარო.
" საყდრისის კომიტეტის წევრები ვაპირებთ პროკურატურის მიმართულებით გააქტიურებას. მივმართავთ, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, პირად კონტროლზე აიყვანოს საყდრისის საქმე და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე თქმით, საყდირისი-ყაჩაღიანი მაღარო შეგნებულად არის დაზიანებული RMG GOLD-ის მიერ, ამიტომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს და დასაჯოს ის ადამიანები, ვინც ხელყო კულტურული ძეგლი.
კომიტეტის წევრები ასევე იმ ადამიანების დასჯას მოითხოვენ, ვინც საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნეს.
გურამ ოდიშარიას სახელზე შეტანილ წერილს 40-მდე პირი აწერს ხელს.