ბოსნია-ჰერცოგოვინაში ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 16 ადამიანი, თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი უფრო დიდია.
ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ დობოიშია, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში, 10 გარდაცვლილი იპოვეს.
ქუჩები მთლიანად წყლის ქვეშაა მოქცეული, გადაადგილების ერთადერთი საშუალება ნავია.
ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ხორვატიაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენლი.