დღეს, 18 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ახლად რესტავრირებული რვა საგამოფენო და ისტორიული დარბაზი.
რეაბილიტაციის პროცესი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
რეაბილიტაციის პერიოდში სასახლის კედლებზე აღმოჩნდა უძველესი მხატვრობის ფრაგმენტები, რომლის მეშვეობითაც მხატვარ-რესტავრატორებმა საგამოფენო დარბაზებს პირვანდელი სახე დაუბრუნეს.