18 მაისს, 19:00 საათზე, თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის პაულ კოლნიკის ფოტოგამოფენა- "ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში".
კოლნიკი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბალანჩინთან და იღებდა "ნიუ იორკ სითი ბალეს" რეპეტიციებს და სპექტაკლებს.
ამავე დღეს გაიხსნება მუზეუმის რესტავრირებული შენობა და ჯორჯ ბალანჩინის სახელობის დარბაზი.
გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები