ენერგეტიკის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დარიალის ხეობაში დაფიქსირებულ სტიქიურ უბედურებას კავშირი აქვს დარიალის ჰიდროელექტრის მშენებლობასთან.
„დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კეთდება მინიშნებები, თითქოსდა ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზები მშენებლობის ეტაპზე მყოფი დარიალის ჰიდროელექტროსადგურია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზანმიმართული დეზინფომაციაა. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ მდინარე დევდორაკის ხეობა მყინვარწვერიდან იღებს სათავეს. გაზაფხულზე ადიდებულ მდინარეს ჩამოაქვს დიდი რაოდენობით ნაშალი თერგის კალაპოტში, რაც ასევე დაფიქსირდა 2007 წელს. ამასთას უნდა აღინიშნოს, რომ დარიალიჰესის ნაგებობები, გვირაბის ჩათვლით თერგის მარჯვენა სანაპიროზეა განლაგებული და არანაირი კავშირი არ აქვს დევდორაკის ხეობასთან. რომ არა სწორედ დარიალჰესის ახლადაშენებული გვირაბი, ასე სწრაფად ვერ მოხერხდებოდა დაგუბებული თერგისათვის ახალი კალაპოტის გაჭრა და კიდევ უფრო გაიზრდებოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჰესზე მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით ოპერატიულად დაიწყება ხეობის გაწმენდითი სამუშაოები"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები