2014 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 211.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (3.3 მლნ ლარით), ანუ 1.5 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.2 მლნ აშშ დოლარი (23.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.7 მლნ აშშ დოლარისა (22.7 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.
მასალის გამოყენების პირობები