კოალიცია "ქართული ოცნება" ჯერჯერობით არ ასახელებს, ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს შემადგენლობიდან აირჩევა.
მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს, როგორც საარჩევნო სიის პირველი, ასევე ნებისმიერი ნომერი, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეული.
"საკრებულოს თავმჯდომარე შემდგომში გაირკვევა და გადაწყდება. საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მისი თავმჯდომარის არჩევა, მერის უფლებამოსილება არაა და მე არსებითად ამ საქმეში არ ჩავერევი", - განაცხადა ნარმანიამ.