ვიცე - პრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ მას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა , რომელსაც ის სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ, სოზარ სუბარს გადასცემს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლალი მოროშკინამ "რაღაც თემებთან დაკავშირებით" გუშინ მას ინფორმაცია მიაწოდა. "ამ ინფორმაციას მე ბატონ სოზარ სუბარს მივაწვდი და ალბათ, ის დაინტერესდება ამით. სასჯელაღსრულებას ჰყავს მინისტრი და ის იზრუნებს ამ თემებზე", - განაცხადა კალაძემ.
ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი "ზონდერებით" გაივსო. მისი ინფორმაციით, გაიცემა არაადეკვატური პრემიები, ხოლო მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს.