ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება თუ ბოევიკები ჩაბარდებიან, იარაღს დაყრიან და მძევლებს გაათავისუფლებენ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისათვის ტარდება. ეს განცხადება უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა უმაღლეს რადაში გააკეთა რეგიონების პარტიის წევრთა მოთხოვნის საპასუხოდ ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტის შესახებ.
„ჩვენ იმის მომხრეები ვართ, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ საკითხები მათთან ვინც მზად არის საუბრისთვის, დიალოგისთვის და ჩვენ ვაწარმოებთ კიდეც დიალოგს. ხოლო ისინი ვიბც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ", _ აცხადებს ტურჩინოვი.