საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა სეიხან მუაზევი პარლამენტში გარანტიების მიღების მიზნით მიიყვანა, თავად კი პალრამენტის პლენარულ სხდომაზე მასთან დაკავშირებული ისტორიის დეტალები წაიკითხა.
"მას სურს, პარლამენტისგან მიიღოს პასუხი, რატომ აქცია იგი ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში პატიმრად, რატომ არის მის ცხოვრებაში ამდენი პრობლემა და მოხდება თუ არა ბოლო დაპირების შესრულება, ანუ გადასცემენ თუ არა "ეფ-ეს-ბე"-ს. მას სურს, თქვენგან მიიღოს გარანტიები, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მუზაევის წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის საქმე აღაძრული არ არის, ხვალ, დილით მეთერთმეტედ მივა აეროპორტში და შეცდება, დატოვოს ქვეყანა," - მიმართა პარლამეტარმა კოლეგებს.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე სეიხან მუზაევი, 2013 წლის ოქტომბერში, იმყოფებოდა ახმეტაში, როცა ქუჩაში მოულოდნელად გაჩერდა მანქანა და უცნობმა პირებმა იგი თბილისში, რუსთაველის 28-ში, უშიშროების კონსპირაციულ ოფისში ჩამოიყვანეს.
"სამმა პიროვნებამ, რომლებმაც მას თავი არ წარუდგინეს, დაიწყეს მასთან საუბარი. ერთერთმა მუზაევს უხსენა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი ლორთქიფანიძე და უთხრა, რომ ლორთქიფანიძე მუშაობს "ფე-ეს-ბე"-ზე, მას ბრალად ედება ჩეჩნების ჩამოყვანა და ლიკვიდაცია. სეიხან მუზაევს შესთავაზეს, მიეცა ჩვენება, რომ გენერალი ლორთქიფანიძე იყო ლაფანყურის ოპერაციის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი," -განაცხადა ნადირაშვილმა.
მანვე კოლეგებს შეახსენა, რომ ეს ის ლორთქიფანიძეა, რომელსაც სახელმწიფო ტერორისტივით მოექცა, სახლთან ბომბი დაუდო და ეს საქმე, მრავალი თვის გასვლის მიუხეადავად, ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.
"ჩვენების სანაცვლოდ, მუზაევს შესთავაზეს მაღალანაზაღაურებადი სამსახური, ფული და უპრობლემო ცხოვრება საქართველოში. მას შემდეგ, რაც მიიღეს უარი ჩვნების მიცემაზე, დაიწყო მუქარა, აუხსნეს, რომ მას ცხოვრებაში შეექმნებოდა ძალიან ბევრი პრობლემა, დააპატიმრებდნენ და გადასცემდნენ "ფე-ეს-ბე"-ს"- განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, მუზაევი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ამ სამი პიროვნებიდან ერთერთი იყო კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე შეხვერდა შედგა მოდულის შენობაში და ერთერთი ასეთი შეხვედრის დროს, სეიხან მუზაევის მტკიცებით, მას 100 ლარიანი კუპიურების შეკვრაც შესთავაზა სრულიად უანგაროდ. რა თქმა უნდა, მას ეს ფული არ აუღია.
"მას შემდეგ, რაც ძალოვანები დარწმუნდნენ, რომ სასურველი ჩვენების მიღება შეუძლებელი იყო, მუზაევის ცხოვრებაში დაპირებული პრობლემები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს სასწავლო ვიზა დიდ ბრიტანეთში, ვერ ახრეხებს ლონდონში გამგზავრებას, ის 10-ჯერ მივიდა აეროპორტში და არცერთხელ საზღვარზე არ გაუშვეს. როდესაც ამბის გასარკვევად მუზაევმა ზუმბაძეს მის მიერვე მიცემულ ტელეფონის ნომერზე დაურეკა, მაღალჩონოსანმა აუხსნა, რომ მას დანაპირებს უსრულებდნენ. სეიხან მუზაევი და მისი მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურდან. მან წერილობით მიმართა უჩა ნანუაშვილს, შს მინისტრს, გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, პირადად შეხვდა ეკა ბესელიას, ნანა კაკაბაძეს, მაგრამ არც ერთი ამ უწყებიდან, მას არანაირი პასუხი არ მიუღია, უჩა ნანუაშვილსი გარდა, რომელმაც წერილობით შეატყობინა, რომ კითხვებზე ვერც ერთი უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო. სეიხან მუზაევი დღეს პარლამენტში სხდომას ესწრება და იმისთვის მოვიდა, რომ პარლამენტისგან მიიღოს პასუხი, რატომ აქცია ხელსიუფლებამ საკუთარ ქვეყანაში პატიმრად.", -განაცხადა პარლამენტარმა.