ხვალ, 15 მაისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა სახელწოდებით „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" გაიხსნება.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 20 წლის იუბილეს. ექსპოზიცია იმართება მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში.
გამოფენაზე თანამედროვე ხელოვანები გერმანიიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სხვადასხვა სტილის ნამუშევრებში ასახავენ მუზეუმს, როგორც დაწესებულებას, კოლექციას, არქიტექტურულ ქმნილებასა თუ დიზაინერის მიერ შესრულებულ ექსპოზიციას.
გამოფენის მთავარი კურატორია - ვატო წერეთელი და ექსპოზიციის დიზაინერი - არქიტექტორი ლუის პერეირა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორები და კურატორები, ისე ევროპულ სახელოვნებო სცენაზე უკვე დამკვიდრებული საეთაშორისო მასშტაბის ხელოვანები. გამოფენა ნაწილია რეგიონალური პროექტისა დროის მანქანა - მუზეუმი".
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ხოლო მისი პარტნიორი საქართველოს ეროვნული მუზეუმი გახლავთ.