ამერიკული კორპორაცია Apple გამსხვილებას განაგრძობს და მალე კომპანია Beats Electronics -ის მფლობელი გახდება, რომელიც ყურსასმენებსა და აუდიოტექნიკას აწარმოებს და ასევე ფლობს მუსიკალურ ინტერნეტ- სერვერს Beats.
Bloomberg -ის ინფორმაციით, გარიგების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგება Apple -ს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება.
გარიგების შესახებ უფრო მეტი დეტალი მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც კომპანიები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
Bloomberg -ის ინფორმაციით, ახალი შენაძენი Apple -ს ბაზარზე პოზიციის გამყარების შესაძლებლობას მისცემს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში Apple -მ 24 კომპანია „შეიწოვა".