კორპორაცია Apple თავის ახალ ფლაგმანს - 4,7-დიუმიანი iPhone 6-ს მიმდინარე წლის აგვისტოში წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტაილანდურ გაზეთს Economic Daily News-ს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. ხოლო რაც შეეხება iPhone 6-ის მერე ვერსიას 5,6-დიუმიან სმარტფონს კომპანია სექტემბრის ბოლომდე წარმოადგენს.
როგორც სანდო წყარო იტყობინება, Apple-ი 2014 წლის ბოლომდე ბაზარზე 80 მლნ ახალ ტელეფონს გამოიტანს.