პენტაგონი იუწყება, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსეთის ჯარი შეჭრისათვის სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მას ხელთ აქვს ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის საზღვართან მდგარი რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და მზად არის უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს.
განცხადება ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ გააკეთა.
„ვნახე ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების კომენტარები იმის შესახებ, რომ ჯარი უკრაინის საზღვრიდან გაყვანილია. ამის დამადასტურებელს კი ვერაფერს ვხედავთ. ჯარი ჯერ კიდევ იქ არის, თან დიდი რაოდენობით.
ისინი ჯერ კიდევ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან",_ აცხადებს კირბი.