დონეცკელი სეპარატისტების კვალდაკვალ ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად ლუგანსკელი სეპარატისტებიც აქტიურად ემზადებიან. სეპარატისტების მზადებას რუსული მედია აქტიურად აშუქებს.
ლუგანსკელ ამბოხებულთა წარმომადგებელი ვასილი ნიკიტინი რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა.
სიტუაცია ლუგანსკში სტაბილურია. უკრაინის უშიშრების საბჭოს განყოფილების წინ კი ფედერალიზაციის მომხრეთა მიტინგი მიმდინარეობს.
„რეფერენდუმისათვის მზადება პრატიკულად სრულდება. ჩვენ რეფერენდის ჩასატარებლად 80-90 % -ით მზად ვართ. დაბეჭდილია ბიულეტენები და შედგენილია საარჩევნო სიები. ამჯამად ჟურნალისტების აკრედიტაცია მიმდინარეობს",_ განაცხადა ნიკიტინმა.