უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეგიონებთან მათ შორის დონბასთან დიალოგის დასაწყებად მზად არის.
„ჩვენ გვესმის დონბასის და ახლა მზად ვართ მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდეთ",_ განაცხადა ტურჩინოვმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინა ხელისუფლების დეცენტრალიზაციის გზით მიდის.
ტურჩინოვმა არნიშნა ისიც, რომ პრემიერმა იაცენიუკმა უკვე გააკეთა განცხადება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე მრგვალი მაგიდების ჩატარების შესახებ და ყველა რეგიორნის წარმომადგენელს, მათ შორის დონბასის წარმომადგენლებსაც დიალოგში ჩართვისაკენ მოუწოდა.
ამას გარდა, ტურჩინოვი მიიჩნევს, რომ ფედერალიზაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისათვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება.
„რეგიოენებისათის ეს უფსკრულში გადადგმული ნაბიკია. ეს არის ეიფორია, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეს და ამ შედეგებს ძალიან ბევრი ადამიანი უკვე გრძნობს",_ აცხადებს ტურჩინოვი და აღნიშნავს, რომ სლავიანსკსა და კრამატორსკში ამჟამად არც ერთი დაწესებულება არ მუშაობს.