სლავიანსკის სეპარატისტების მიერ დანიშნულმა ე.წ. მერმა ვიანჩესლავ პონომარიოვმა უკრაინის ხელისუფლებას „ხუნტა" უწოდა და მათთან მოლაპარაკებების დაწყვების პირობები დაასახელა. პონომარიოვი სახელისუფლებო შეიარაღებული სამხედროების ქალაქიდან გასვლას და ტყვეების გაცვლას მოითხოვს.
„ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი მოთხოვნები: ჯარის გაყვანა და სამხედრო ტყვეების გაცვლა",_ განაცხადა პონომარიოვმა სლავიანსკში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების დაწყება. მანამდე კი ვიდრე ხუნტას აქ ჯარი ჰყავს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ",_ განაცხადა ე.წ. მერმა.