დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციასთან ამჟამად მდგონარეობა სტაბილურია. ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტოტორიას ამბიხებულები იცავენ. ისინი ფორმიანები არიან და ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი. სეპარატისტები რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადებიან, რომელიც ხვალ, 11 მაისს უნდა გაიმართოს. ინფორაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ციპლაკოვი, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ სეპარატისტები იერიშს ყოველ წამს ელიან, თუმცა ამჟამად ყველა ძალა მიმართულია იქითკენ, რომ რეფერენდუმმა წარმატებით ჩაიაროს.
აღსანიშნავია, რომ ხარკოვში მყოფმა უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეებმა 11 მაისს რეფერენფუმის ჩატარებაზე უარი განაცხადეს, იმის გამო, რომ მათ დონეცკსა და ლუგანსკთან რეფერენდუმზე გამოსატანი საკითხების შეთანხმება ვერ შეძლეს.