ქალაქ მარიუპოლში პრორუს ტერორისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს სეპარატისტთა იერიშის მოგერიება, რომელიც მათ მარიოპულის შს სამინისტროს შენობაზე მიიტანეს.
სავარაუდოდ არის მსხვერპლი და არიან დაჭრილებიც. ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაღუპული რვა ტერორისტის შესახებ.
სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია. ქალაქის ცენტრი ტრანსპორტისა და მოქალაქეებისათვის გადაკეტილია.