იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი დღეიდან მილანთან ახლოს მდებარე მოხუცებულთა სახლში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას იწყებს. გასულ წელს ბერლუსკონის გადასახადების გადაუხდელობის გამო ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს,მოგვიანებით კი ეს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიცვალა.
სასჯელი მიხედვით, ბერლუსკონიმ კვირაში ერთხელ ოთხი საათის განმავლობაში მოხუცებს უნდა მოუაროს, რომლებიც გონება სუსტობის დიაგნოზით არიან მოთავსებულნი მოხუცებულთა სახლში.
აღსანიშნავია, რომ თავად ბერლუსკონიმ თქვა უარი შინაპატიმრობაზე და სასჯელის ვადის ეს ფორმა თავად აირჩია. ასევე მან თავისი პასპორტი ხელისუფლებას ჩააბარა და მისი გადაადგილება თავად იტალიის ტერიტორიაზე შეზღუდულია. ბერლუსკონი ასევე იცავს კომენდანტის საათს.
მასალის გამოყენების პირობები