აშშ-ს კალიფორნიის შტატის სახელმწიფო ასამბლეამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე რეზოლუცია მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას news.am ავრცელებს.
რეზოლუციას კალიფორნიის სახელმწიფო ასამბლეის 70-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთის წინააღმდეგ.
კალიფორნიის სახელმწიფო ასამბლეა აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს.
კალიფორნიის შტატი, როდ აილენდის, მასაჩუსეტის, მეინისა და ლუიზიანას შტატების შემდეგ, რიგით მეხუთე შტატი გახდა, რომელმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა სცნო.