ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთის ქმედებები არ პასუხობს 21-ე საუკუნის წესებს და რუსეთი ცივი ომის მოძველებულ რიტორიკას იყენებს.
"შეადაერეთ ის, რაც ხდებოდა კიევში თებერვალში და ის, რაც ახლა ხდება უკრაინის აღმოსავლეთში. ეს სხვა არაფერია თუ არა, შეცდომაში შეყვანა. რუსეთის განცხადებები აბსოლუტური თვალთმაქცობაა, "-განაცხადა რასმუსენმა.
როგორც ნატო-ს გენმდივანმა აღნიშნა, რუსეთის უსაფუძვლო აგრესია ევროპის უსაფრთხოებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.