რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერს ანდერს ფოგ რასმუსენს „ბრმა" უწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ „ტვიტერში" თავის ინგლისურენოვან გვერდზე ნატოს გენერალური მდივნის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტარი განათავსა.
რასმუსენმა დღეს განაცხადა, რომ ვერ ხედავს ნატოს ჯარის უკან დახევას უკრაინის საზღვრიდან.
„ბრმებს ვთავაზობთ რუსეთის პრეზიდენტის 7 მაისს გაკეთებულ განცხადებას გაეცნონ", _ წერს რუსეთის საგარეო უწყება.