,,ჩვენ ვართ გამოცდილი ენერგიული, მაგრამ ამავე დროს განახლებული და რეფორმირებული პოლიტიკური ძალა", _ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ,,ნაცმოძრაობას" მხარდაჭერას გამოუცხადებს.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს წარსულსა და აწმყოს და მხარს დაგვიჭერს ამ ბრძოლაში", _განაცხადა დავით ბაქრაძემ.