ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს ნაბილ ალ-არაბის შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის თანამშრომლობის საკითხები და მხარეებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა დ აარაბთა ლიგას შორის ურთიერთბობების დინამიკა ძალიან მაღალია. 2013 წლის მარტში ქ. კაიროში არაბულ სახელმწიფოთა ლიგას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია და ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-არაბთა ლიგის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი. არაბთა ლიგის დამკვირვებელთა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო გასული წლის ნოემბერში ლიგის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი სამირ სეიფ ალ-იაზლი დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის საზეიმო ინაუგურაციას.
მასალის გამოყენების პირობები