პარლამენტში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და UNDP-ის საპარლამენტო პროექტის ხელშეწყობით მომზადებული საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განმარტებითი ვიდეორგოლები წარადგინა.
ეს არის სამწუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც ასევე ითარგმნება სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე.
ისინი განთავსდება როგორც პარლამენტის ვებსაიტზე და სოციალურ მედიაში, ასევე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის და რეგიონული ტელევიზიების ეთერში.
დავით უსუფაშვილმა წარადგინა ასევე სასკოლო კონკურსი - "ჩემი წერილი ევროპას" 14 გამარჯვებული და მათ სამახსოვრო სიგელები გადასცა. თითოეულ გამარჯვებულს UNDP-ისაგან გადაეცემა წიგნის მაღაზიის 50 ლარიანი ვაუჩერი და სამახსოვრო ბანერი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციისაგან ზურგჩანთა.