საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას აზრით, საზოგადოებრივი აზრის კვლევები პირობითია და ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ ის არსებულ სიტუაციას აბსოლუტურად გამოხატავს.
NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ კვლევებთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია "ქართულ ოცნებას" ჰქონდა დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიციამ საუკეთესო შედეგი მიიღო.
"ასე, რომ ეს შედეგები მაინც პირობითია. ანალიზი შეიძლება იმის მიხედვით გაკეთდეს, რამდენად ემთხვევა კვლევის შედეგები იმ შედეგებს, რაც არჩევნებისას დგება, - აღნიშნა
ეკა ბესელიამ.
პარლამენტარის თქმით, საზოგადოებრივი აზრის კვლევისას, გამოკითხულთა ერთი ნაწილი თავს იკავებს საკუთარი განწყობის ღიად დაფიქსირებისაგან, მაგრამ არჩევნების დროს საკუთარ არჩევანს აკეთებს.