აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.
საკონსტირუციო სასამრთლოს რიჩარდ ნორლანდი სტუმრობდა.
მხარეებმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებათა პატივისცემის მნიშვნელობაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.
ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის.
რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის მხრიდან, სასამართლოს საქმიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა