საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თბილისის ოფისი განსაკუთრებულ ნდობას მასში არ იწვევს.
,,პირველ ადგილზე ნდობის ხარისხით არის პატრიარქი, რომელსაც ვფიქრობ, რომ არანაირი კვლევა არ სჭირდება, ისედაც ცხადია, რომ ის ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს. მიუხედავად დიდი პატივისცემისა ამ ორგანოზაციის მიმართ, NDI-ის თბილისის ოფისი განსაკუთრებულ ნდობას ჩემში არ იწვევს, რადგამ მე ჯერ კიდევ მტკივნეულად მახსოვს ის 12%, რომელსაც NDI „ქართულ ოცნებას" უწერდა საპარლამენტო არჩევნების წინ, შედეგი კი მოგეხსენებათ 65% იყო. აქედან გამომდინარე, ამ კვლევებზე სერიოზული და სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - განაცხადა ფანჯიკიძემ