,,NDI-ის რეიტინგი არანაირი წინაპირობა არ არის მეორე ტურისა", _ამის შესახებ კოალიცია ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის კომეტირებისას განმარტა.
,,დიდი ხანია ღრმად ვართ დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში და აქედან გამომდიანარე ის შედეგები, რაც მოცემულია ჩვენთვის უცხო და ახალი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით კითხვაზე პასუხს არ სცემენ, არიან ჩვენი პოტენციური მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, და როცა საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევა, სულ უფრო მეტად მოიმატებს ჩვენი რეიტინგი და მაჩვენებელი. ჩვენ ვიცით, რომ დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება", _განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% თბილისის მერად კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატს დავით ნარმანიას ისურვებდა, რესპონდენტთა 20%-მა არ იცის ვის ისურვებდა ყველაზე მეტად თბილისის მერად, ხოლო გამოკითხულთა 10% თბილისის მერად ,,ნაცმოძრაობის" კანდიდატს ნიკოლოზ მელიას ისურვებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.