უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფმა სეპარატისტებმა 11 მაისს დანიშნული ე.წ. რეფერენდუმის გადადებაზე უარი განაცხადეს. „დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის" დეპუტატებმა უარი განაცხადეს 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„შესაბამისი გადაწყვეტილება ახლახანს იქნა მიღებული. გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია",_ აცხადებს სეპარატისტების ერთ ერთი ლიდერი ანდრეი პურგინი.
„ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ეს დონბასელი ხალხის გადაწყვეტილებაა. დონბასელ ხალხს გმირობის ჩადენის შანსი მიეცა და ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ ეს შანსი მოვუსპოთ",_ განაცდა სეპარატისტმა.
მასალის გამოყენების პირობები