კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ეროვნულ-დემოკრატიული" ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.
,,კვლევების იმდენად უფრო არ მჯერა, რამდენადაც იმის ხალხში რომ გახვალ და მათ განწყობას გაიგებს, ყველაზე დიდი საზომი სწორედ ეს არის. მიმაჩია, ადამიანი კვლევაში რომ მონაწილეობს, არ იმიტომ რომ ეშინია, არამედ რაღაცისა და რაღაცის გამო, შეიძლება, სწორი ინფორმაცია ვერ მიიღოს და გასცეს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფალავანი ძლიერია და პირველსავე ტურში დავით ნარმანიამ უნდა მოიგოს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% თბილისის მერად კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატს დავით ნარმანიას ისურვებდა, რესპონდენტთა 20%-მა არ იცის ვის ისურვებდა ყველაზე მეტად თბილისის მერად, ხოლო გამოკითხულთა 10% თბილისის მერად ,,ნაცმოძრაობის" კანდიდატს ნიკოლოზ მელიას ისურვებდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს ჩღღჩ საქართველო.კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.