„შეიარაღებულ დამნაშავეებთან რომელთა ხელებზეც ადამიანების სისხლია, ცივილიზებული სახელმწიფოები საუბარს არ აწარმოებენ. მათ კანონის მიხევით აუვნევლებენ",_ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელმა ალექსნადრე ტურჩინოვმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურები, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას იცავენ მათგან ვინც კლავს, იტაცებს და აწამებს ჩვენს მოქალაქეებს.
ტურჩინოვი ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სადამსჯელო ოპერაცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს ჩაუტარებია.
„უკრაინის ხელისუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სადამსჯელო ოპერაცია არასოდეს ჩაუტარებია. ის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ადამიანების სიცოხლეს იცავს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გავათავისუფლოთ. უკრაინის ხელისუფლება მზადაა მათთან დიალოგისათვის, ვისაც საუბარი და ერთიანი უკრაინის განვითარება სურს, მაგრამ იმ შეიარაღებულ დამნაშავეებთან, რომლებსაც ხელები ადამიანების სისხლში აქვთ გასვრილი ცივილიზებული სახელმწიფოები საუბარს არ აწარმოებენ",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები