ნატო რუსეთის ჯარის უკრაინის საზღვრიდან გაყვანა ვერ დააფიქსირა. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსი კვლავ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გაიყვანოს თავისი ჯარი და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.
„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანა ვერ დააფიქსირა, რომლის შესახებაც გუშინ ვლადიმერ პუტინი საუბრობდა",_ განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა: „ჩვენ არ გვაქვს არავითარი დამადასტურებელი იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავისი პოზიცია შეიცვალეს".
მასალის გამოყენების პირობები