აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის გუშინდელი ნაბიჯები სასარგებლოა, თუმცა არასაკმარისია და თუ მას დახმარება უნდა მან თავი უნდა დანებოს საარჩევნო პროცესში ჩარევას და მან გავლენა უნდა მოახდინოს ტერორისტებზე. განცხადება ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.
„პუტინის განცხადება სასარგებლო ნაბიჯია, მაგრამ პრეზიდენტს პუტინსა და რუსეთის მოქალაქეებს გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის რათა განმუხტონ სიტუაცია და უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყონ",_ განაცხადა ფსაკიმ და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ყველა უკრაინელი უფლებას მიიღონ მონაწილეობა 25 მაისის არჩევნებში. მათი შეუძლიათ თავი შეიკავონ ყველანაირი ჩარევისგან. მათ შეუძლიათ თავისი გავლენა გამოიყენონ შეიარაღებულ ბოევიკებზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ ბოევიკებს მოუწოდა 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმი გადადონ.
მასალის გამოყენების პირობები