ევროკავშირი უკრაინაში მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისათვის მზადაა. განცხადება ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ გააკეთა.
„ჩვენ ევროსაბჭოში გადავწყვიტეთ, რომ რუსეთის მხრიდან მომავალსი გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინაში სიტუაციის კიევ უფრო მეტად დესტაბილიზებისკენ იქნება მიმართული დამატებით ხანგრძლივვადიან სანქციებამდე მივა და ეკონომიკის ფართო სპექტს მოიცავს. ევროკომისის მოსამზადებელი გრძელდება. ჩვენ მზად ვართ გადაწყვტილება მივიღოთ იმ შემთხვევაში თუ ეს აუცილებელი გახდება",_ განაცხადა რომპეიმ.