უკრაინის შს სამინისტრო იუწყება, რომ ტერორისტები დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს ნაღმავენ. თუ იერიში დაიწყება სეპარატისტები შენობების აფეთქებას აპირებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტებმა სლავიანსკში მდებარე მათ მიერ დაკავებული შენობების დანაღმვა დაიწყეს ადგილობრივ მოსახლეობაში ვრცელდება.
ამავდროულად შს სამინისტროსათვის გახდა ცნობილი, რომ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შეტანილია სწორედ სლავიანსკის პროკურატურის, უშიშრობის საბჭოს მილიციისა და სხვა ადმინისტრავიულ შენობებში.
ადგილობრივი მცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ ტერორისტები ერთმანეთში განიხილავენ თუ როგორ ააფეთქებენ შენობებს იმ შემთხვევაში თუ უკრაინელი ძალოვნები იერიშს გადაწყვეტენ.
შეტყობინებებში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში უნდა გათამშდეს „აფხაზური სცენარი" იმისათის რათა, შემდეგ უკვე ლეტალური დასასრულის შემთხვევაში აფეთქებებში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულონ.
მასალის გამოყენების პირობები