9,10, 17 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სხვენზე სპექტაკლის "ქალი ქვიშაში" პრემიერა გაიმართება.
კობო აბეს პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა დავით დანელიამ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო გაჩეჩილაძე, ბექა გოდერძიშვილი და ვალერი კორშია.
კობო აბეს რომანში ასახულია ცხოვრების სისასტიკე, ადამიანის შეჯახება რეალობასთან, შეგუება და ბრძოლა გადარჩენისათვის.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები