დონეცკის ოლქის დასახლება მანგუშთან სეპარატისტებმა მილიციის სპეციალური დანაყოფის ავტობუსი დაცხრილეს. უკრანული მედიის ინფორმაციით, ავტობული მარიოპულიდან ბერდიანსკის რაიონში მიდიოდა.
სამართალდამცავებმა რამდენიმე თავდამსხმელის დაკავება შეძლეს. მაშ შორისაა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრი" იგორ კაკიდზიანოვი. ერთი სეპარატისტი მოკლულია, კიდევ ორი ტყვედაა აყვანილი. იარაღი ამოღებულია.
„ძალოვნებს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასტოლი იარაღიდან გაუხსნეს. ავტობუსის მძღოლი დაიჭრა",_ ნათათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.