თიბისი ბანკის სათავო ოფისში ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძისა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა 2014 წელს ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის ერთობლივი კინოკონკურსის (დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების) გამარჯვებული პროექტები. სულ კონკურსების ფარგლებში 8 ფილმი დაფინანსდება.
ეს ფილმებია:
• როცა დედამიწა მსუბუქია - სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი
• ბერლინის ახალი კედელი - თომა ჩაგელიშვილი
• დევნილი გემი ენგური - ვახო ვარაზი
• მისტერ ჯონსონ - თამარ მშვენიერაძე
• მექელეხე - თორნიკე ბზიავა
• მე შენი შვილი - თამარ შავგულიძე
• მამა - დავით ფირცხალავა
• ტატიანა და ლილი - ვახტანგ ჯაჯანიძე
2014 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის წესით დაფინანსებაში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეიტანა თიბისი ბანკმა, რამაც გაზარდა ფილმწარმოების საკონკურსო ფონდი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც, სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი.