თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მანამდე კი აბდულა გიულის ქართველმა კოლეგამ გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აბდულა გიულიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.