პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის დამაარსებლის გურამ ბზვანელის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, გურამ ბზვანელისა და პირველი ქართული ჯაზ-კვარტეტის შემოქმედების ამსახველი ალბომი მიმდინარე წელს გამოიცემა.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-კვარტეტი 50 წლის წინ შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. კვარტეტის წევრები მონაწილეობენ რუსულ ფილმში სახელად "გოგონა გიტარით".
პროექტი ინიცირებულია სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვიტარების პროგრამის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები