დღეს საღამოს თბილისს დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ჰეიგი შეხვედრებს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართავს.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მხარეები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ.